თეგი: თხევადი გაზი

Bloomberg: ჩინეთის იმპორტიორები ცდილობენ რუსული გაზი ფასდაკლებით იყიდონ

ჩინეთის წამყვანი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტიორები ცდილობენ ფრთხილად შეიძინონ რუსული გაზი, რომელსაც დანარჩენი მსოფლიო თავს არიდებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.  გამოცემის ცნობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიები, მათ შორის Sinopec-ი და PetroChina გარიგებას აწარმოებენ მიმწოდებლებთან, რათა ტვირთები რუსეთიდან ადგილზე დიდი ფასდაკლებით შეიძინონ. გარიგებების მიხედვით, რუსული ბუნებრივი აირი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკვე შეიძინეს ჩინელმა იმპორტიორებმა. მათი თქმით, რუსული გაზი ჩრდილოეთ აზიის ბაზარზე 10%-ზე მეტი ფასდაკლებით ივაჭრება. ამასთან ცნობილია, რომ ჩინეთს ბუნებრივი აირის განსაკუთრებული საჭიროება არ აქვს, რადგან უფრო თბილმა ამინდმა და Covid19-ის ლოკდაუნის შიშებმა ადგილზე მოთხოვნა შეზღუდა. მიუხედავად ამისა, რუსული გაზის დიდი ფასდაკლებით შეძენა შეიძლება დაეხმაროს საცავის შევსებას, ვიდრე ამ ზაფხულს ფასები კვლავ გაიზრდება. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა.  რუსული გაზის ჩანაცვლების საკითხი ევროკავშირში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა.  31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.   ასევე წაიკითხეთ Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

ბულგარეთი თხევად გაზს აშშ-სგან იყიდის

ბულგარეთი ივნისიდან  თხევად გაზს აშშ-სგან უფრო დაბალ ფასში იყიდის, ვიდრე „გაზპრომისგან“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბულგარეთის ხელისუფლება ავრცელებს. შესაბამისი შეთანხმება ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამილა ჰარისის შეხვედრისას იყო მიღწეული. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპაში მიმდინარე პროცესები, არის ცხადი ნიშანი იმისა, რომ ენერგეტიკის სფეროში გადამჭრელი ზომების მიღების პროცესი დაჩქარდეს. თავის მხრივ კამილა ჰარისმა, ბულგარეთს მიულოცა და განაცხადა, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“. ასევე წაიკითხეთ: „გაზპრომმა“ პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს

ბულგარეთმა აშშ-დან თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი მიიღო

ბულგარეთმა აშშ-დან თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი მიიღო. ამის შესახებ ტელეკომპანია Nova იუწყება. ბულგარეთი თხევად გაზს აშშ-სგან იყიდის ბულგარეთი, აზერბაიჯანიდან გაზს ივლისიდან მიიღებს რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს ამჟამად ტანკერი, საბერძნეთის ტერმინალის ნაცვლად თურქეთში იტვირთება. გემიდან თხევადი საწვავის გადატვირთვას დაახლოებით 18 საათი დასჭირდება. მაისში ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთი 2022 წლის ივნისიდან აშშ-დან „გაზპრომზე“ დაბალი ფასებით თხევად აირს მიიღებს. „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.  

საბერძნეთმა შესაძლოა, კატარსა და ევროპას შორის ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის სატრანზიტო ფუნქცია შეასრულოს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, დოაში კატარის ემირთან, შეიხ ტამიომ ბენ ჰამადომ ალ ტანისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საბერძნეთმა შესაძლოა, კატარსა და ევროპას შორის, ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის, სატრანზიტო ფუნქცია შეასრულოს.  გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთი არის საიმედო პარტნიორი, სტაბილურობის საყრდენი რეგიონში. მან კატარის ემირს აცნობა, რომ 20 აგვისტოს ქვეყანა ევროკავშირის მიერ საბერძნეთის ეკონომიკის გაძლიერებული ზედამხედველობის რეჟიმიდან გამოვია, რაც ქვეყნის განვითარებაში ახალ თავს ხსნის და საბერძნეთში საინვესტიციო შესაძლებლობები იზრდება.  კატარი შესაძლოა, თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდეს მიცოტაკისისა და კატარის ემირის შეხვედრის დროს გამოითქვა საერთო ნება ენერგეტიკის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. იტალიურმა ნავთობგიგანტმა ENI– მ Qatar Energy–სთან შეთანხმება გააფორმა    

ჩრდილოეთ გერმანიაში თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა იწყება

თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მშენებლობა ჩრდილოეთ გერმანიაში, ქალაქ ლუბმინთან, ამ კვირაში უნდა დაიწყოს. ამის შესახებ სამშენებლო კომპანია Deutsche ReGas GmbH & Co-მ განაცხადა.  „სამშაბათს, 20 სექტემბერს, დაიწყება პირველი სრულად კერძო დაფინანსებული FSRU1 Deutsche Ostsee თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მშენებლობა, რომელიც დაპროექტებულია Deutsche ReGas–ის მიერ Lubmin–დან“, – ნათქვამია პრესრელიზში. სამშენებლო სამუშაოები მიზნად ისახავს, ლუბმინის ინდუსტრიული პორტის მოდერნიზებას განსაკუთრებით დიდი გემებისთვის და მის აღმოსავლეთ ნაწილში ნავმისადგომის შექმნას. ლუბმინის მახლობლად დამაგრებული დიდი ტანკერებიდან, თხევადი გაზი პორტს პატარა გემებით მიეწოდება, შემდეგ კი გაზის ქსელში გადანაწილდება. 2022 წლის პირველი დეკემბრიდან, ტერმინალიდან გერმანიის გაზის ქსელი 4,5 კუბური მეტრი თხევადი გაზით უნდა შეივსოს, აცხადებენ კომპანიაში.  ლუბმინი, ერთ-ერთი ადგილია, სადაც თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა იგეგმება, რომლითაც რუსული გაზი უნდა ჩანაცვლდეს. ამ დროისთვის, რუსული გაზის მიწოდება შეჩერებულია.  საგულისხმოა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ლუბმინამდეა გადაჭიმული.   

დიდი ბრიტანეთი თხევადი გაზის შესყიდვაზე აშშ-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს - Bloomberg

დიდი ბრიტანეთი მზადაა, თხევადი ბუნებრივი აირი ამერიკის შეერთებული შტატებისგან შეისყიდოს და ამ მიზნით მომწოდებლებთან გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმოს. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. მთავრობის ენერგომომარაგების სამუშაო ჯგუფი ეძებს შეთავაზებებს LNG ექსპორტიორებისგან, რათა ინფორმაცია შიდა მყიდველებს მიაწოდოს. სავარაუდო ხელშეკრულებების ხანგრძლივობა 20 წელია. „დიდი ბრიტანეთის მოთხოვნები თხევად გაზზე მაშინ გაჩნდა, როდესაც სხვა ევროპული ქვეყნები, ყველაზე ცივ თვეებში გაზის მარაგისა და გრძელვადიან პერსპექტივაში საწვავის წყაროების დივერსიფიკაციას ცდილობენ. მაგრამ გერმანიის მსგავსი ქვეყნებისგან განსხვავებით, დიდი ბრიტანეთი არ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, პირიქით, ეყრდნობა საკუთარ წარმოებას. ამასთან, ბრიტანეთი თხევად გაზს ნორვეგიისგან წყალქვეშა მილსადენებით იღებს“, - წერს Bloomberg.   

გერმანიამ გაერთიანებული საამიროდან თხევადი გაზის შესყიდვის შესახებ კონტრაქტი გააფორმა

გერმანია არაბეთის გაერთიანებული საამიროდან თხევად გაზს მიიღებს. გერმანიის კანცლერის შოლცის ვიზიტის დროს, ამ წლის ბოლომდე პირველადი მიწოდების შესახებ კონტრაქტი დაიდო. „სპარსეთის ყურის ქვეყნებში კანცლერის ოლაფ შოლცის ვიზიტის დროს, ესენში დაფუძნებულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ - RWE, 137,000 კუბური მეტრი LNG-ის პირველადი მიწოდების მიზნით, კონტრაქტი გააფორმა. RWE-ს ცნობით, ხელმოწერილია მემორანდუმი მრავალწლიანი მიწოდებისთვის 2023 წლიდან.  

ჩინეთმა ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის მიწოდება შეაჩერა

ჩინეთმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გაზის იმპორტიორებს მოუწოდა, რომ ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის გაყიდვა შეწყვიტონ, რათა ზამთრის სეზონზე, გათბობის სეზონისთვის საკუთარი მოხმარება უზრუნველყონ. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბრძანება ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ გასცა.  ამასთან გამოცემა წერს, რომ ჩინეთის მიერ თხევადი გაზის გაყიდვები ევროპულ ბაზარს მარაგების სწრაფად შევსების საშუალებას აძლევდა, თუმცა ტრანსპორტირების რეკორდულად მაღალმა ხარჯებმა, საწვავის გადაზიდვის მიმზიდველობა შეამცირა.  

დიდი ბრიტანეთი, 2023 წლიდან რუსეთისგან თხევად გაზს აღარ იყიდის

დიდი ბრიტანეთი 2023 წლის პირველი იანვრიდან, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტს შეაჩერებს.  ამის შესახებ Twitter-ზე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თანამეგობრობის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.  „2023 წლის პირველი იანვრიდან, დიდი ბრიტანეთი რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს შეაჩერებს. ჩვენ პუტინს წავართმევთ საშუალებებს მისი უკანონო ომისთვის“, - აცხადებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მანამდე, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ეკონომიკისთვის კრიტიკულად საჭირო, თითქმის 700 დასახელების საქონლის ექსპორტი შეაჩერა.    

გერმანულმა კონცერნმა RWE-მ აშშ-დან თხევადი გაზის შესყიდვის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერა

გერმანულმა კონცერნმა RWE-მ აშშ-დან თხევადი გაზის შესყიდვის შესახებ კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ DW წერს. დოკუმენტების მიხედვით, აშშ გერმანიას ყოველწლიურად, სამ მილიარდ კუბური მეტრ თხევად გაზს 15 წლის განმავლობაში მიაწვდის. თუმცა, მიწოდება შეიძლება, მხოლოდ 2027 წელს დაიწყოს. LNG ტვირთების მიწოდება RWE-ს მიერ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი. ანდრე სტრაკემ, RWE Supply & Trading-ის ხელმძღვანელმა, შეერთებულ შტატებთან გაფორმებულ კონტრაქტს, გერმანიის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციისა და ევროპაში ენერგეტიკული უსაფრთხოების გრძელვადიანი გაძლიერებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.  

აშშ-დან გერმანიის ახლად აშენებულ მცურავ ტერმინალში, თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი შევიდა

გერმანიამ ჩრდილოეთ ზღვაზე მის ერთ-ერთ ახლად აშენებულ მცურავ ტერმინალში თხევადი გაზის პირველი ნაკადი მიიღო. ტვირთი აშშ-დან ვილჰელმშავენში განთავსებულ ობიექტზე შევიდა.  გარემოსდაცვითმა აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ისინი გააპროტესტებენ გემის ჩამოსვლას და ამტკიცებენ, რომ გერმანიამ არ უნდა შემოიტანოს წიაღისეული საწვავი, განსაკუთრებით გაზი, რომელიც ფრეკინგის მეთოდით არის შეძენილი. მიუხედავად რუსეთიდან იმპორტის მკვეთრი შემცირებისა, ნაწილობრივ, დეკემბრისთვის უჩვეულოდ თბილი პერიოდიდან გამომდინარე, გერმანიის გაზის მარაგმა 90%-ს გადააჭარბა.  

გერმანიაში თხევადი გაზის კიდევ ორი ტერმინალი გაიხსნება

მომდევნო კვირას, გერმანიაში, ლუბმინში კიდევ ერთი LNG (თხევადი გაზის) ტერმინალის გახსნა იგეგმება. გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გაჰრ შტორესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. . „ჩვენ უკვე გვაქვს LNG-ის (თხევადი გაზის) მიღების ტერმინალი გერმანიის პორტში, ვილჰელმშავენში. ლუბმინში მსგავსი ტერმინალი მომავალ კვირას, ხოლო ბრუნსბრუტელში უახლოეს კვირებში გაიხსნება. ამრიგად, ჩვენ შევძელით ავაშენოთ LNG ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს Nord Stream 1-ის მიწოდების მესამედი”, - თქვა ჰაბეკმა. აშშ-დან გერმანიის ახლად აშენებულ მცურავ ტერმინალში, თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი შევიდა როგორც ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, თუ გერმანია ამ ტემპს შეინარჩუნებს, მომავალ წელს შეძლებს Nord Stream 1-ის მიწოდების დანარჩენი ორი მესამედის LNG-ით ჩაანაცვლებას. „ეს მაძლევს გარკვეულ ოპტიმიზმს, რომ ჩვენ გვაქვს კრიზისის გადატანის შანსი“, - აღნიშნა მინისტრმა.  

მსოფლიოში თხევადი გაზის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

გასულ წელს, მთელ მსოფლიოში იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის მოცულობამ რეკორდულ დონეს მიაღწია.  ამის შესახებ Reuters იტყობინება. გასულ წელს მსოფლიოში 409 მილიონი ტონა თხევადი გაზი იყო იმპორტირებული. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 386,6 მილიონი ტონა შეადგინა. ამავდროულად, იაპონია გახდა თხევადი გაზის ყველაზე დიდი იმპორტიორი, მანამდე ამ ეს პოზიცია ჩინეთს ეკავა.  Reuters აღნიშნავს, რომ განვითარებადი აზიის ქვეყნების უმეტესობამ გასულ წელს ნაკლები თხევადი ბუნებრივი აირი შეისყიდა, რადგან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მისი ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.  

თურქმენეთი უზბეკეთს თხევადი გაზის პარტიას უფასოდ გაუგზავნის

თურქმენეთი თხევადი გაზის პარტიას უზბეკეთში უფასოდ გაუგზავნის, იუწყება Trend-ი თურქმენულ მედიაზე დაყრდნობით. შესაბამის ბრძანებას თურქმენეთის პრეზიდენტმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა მეზობელი ქვეყნის მხარდაჭერისა და თურქმენეთსა და უზბეკეთს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით მოაწერა ხელი. დოკუმენტის მიხედვით, თურქმენგაზის სახელმწიფო კონცერნმა თხევადი გაზის პარტია უზბეკეთს უსასყიდლოდ უნდა გადასცეს. მანამდე უზბეკეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ცივი ამინდის ფონზე ენერგორესურსების დეფიციტის გამო, გაზის, ქვანახშირის, საწვავის და ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდა გადაწყვიტა. იმავდროულად, უზბეკეთს ზამთარში თურქმენეთიდან დაახლოებით 1,5 მილიარდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეაქვს შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.  

აშშ-მ გააორმაგა თხევადი გაზის მიწოდება ევროპისთვის

აშშ-მ გააორმაგა თხევადი გაზის მიწოდება ევროპაში 2022 წელს, 70 მილიარდ კუბურ მეტრამდე, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ენერგეტიკული რესურსების საკითხებში, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინასა და საბერძნეთში ჯეფრი როს პიატმა ალექსანდროპოლისში აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის პირველ ფორუმზე. მისივე თქმით, თხევადი გაზი გახდა მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროპისთვის ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისთვის. მწარმოებლებმა შეძლეს LNG-ის „მობილიზება“ უკრაინის კრიზისის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების საპასუხოდ. აშშ-ის LNG საექსპორტო პოტენციალი სავარაუდოდ, გაიზრდება დაახლოებით 50%-ით 2025 წლისთვის, ყატართან ერთად, ქვეყანა უახლოეს წლებში LNG-ის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდება. პიატმა თქვა, რომ ალექსანდროპოლისი იძენს ძალიან მნიშვნელოვან როლს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული მოთამაშე და როგორც კარიბჭე უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ფართო რეგიონში.  

თხევადი გაზის ნაკადები ევროპაში ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს

ევროპის ქვეყნებმა მაისში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) რეკორდული მოცულობის იმპორტი განახორციელეს, რასაც Gas Infrastructure Europe-ის (GIE) მონაცემები ადასტურებს. კერძოდ, იმპორტირებულია 12 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი თხევადი ბუნებრივი აირი. იანვრიდან რეგიონმა ჯამში 56,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო. წინა მაქსიმალური შედეგი 2023 წლის აპრილში იყო მიღწეული.

ჩინეთმა და კატარმა უმსხვილესი, 27-წლიანი გარიგება გააფორმეს - ჩინეთი არაბული სახელმწიფოსგან წელიწადში, 4 მილიონ ტონა თხევად ბუნებრივ აირს შეისყიდის

ჩინეთის ნავთობის ეროვნულმა კორპორაციამ (CNPC) და QatarEnergy-მ ხელი მოაწერეს 27-წლიან შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოსგან წელიწადში 4 მილიონ ტონა თხევად ბუნებრივ აირს (LNG) შეისყიდის. ამის შესახებ Reuters-ი წერს. CNPC ასევე მიიღებს წილს კატარის თხევადი გაზის პროექტის აღმოსავლეთით გაფართოებაში, განაცხადა QatarEnergy-ის ხელმძღვანელმა, საად ალ-ქააბიმ ხელმოწერის დროს. „დღეს ჩვენ ვაფორმებთ ორ შეთანხმებას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ძლიერ ურთიერთობებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და კატარის ენერგეტიკული პროდუქტების საკვანძო ბაზართან“, - აღნიშნა ქააბიმ. იდენტური გარიგების ფარგლებში, ნოემბერში, QatarEnergy-მა 27-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა ჩინურ Sinopec-თან. კატარი მსოფლიოში LNG-ის მთავარი ექსპორტიორია. LNG-ზე კონკურენცია გაიზარდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, განსაკუთრებით, ევროპას სჭირდება დიდი თანხები რუსული გაზის ჩანაცვლებისთვის, რომელიც ადრე კონტინენტის იმპორტის თითქმის 40%-ს შეადგენდა. ჩინეთის ეროვნული ნავთობის კორპორაცია არის ჩინეთის ნავთობისა და გაზის მთავარი ეროვნული კორპორაცია და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ინტეგრირებული ენერგეტიკული ჯგუფი. მისი შტაბ-ბინა პეკინში მდებარეობს.      

იაპონია თხევადი გაზის შეძენის საკითხზე კატართან მოლაპარაკებებს აწარმოებს

იაპონელი ბუნებრივი აირის მყიდველები კატართან მოლაპარაკებებს აწარმოებე. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. წყაროები ამბობენ, რომ კატარი ახლა მაღალ ფასებს აწესებს, რამაც შესაძლოა, მოლაპარაკებების დასრულებას ხელი შეუშალოს.  გარიგებების გაფორმების შემთხვევაში კი, ეს იქნება სტრატეგიის ცვლილება იაპონიის LNG იმპორტიორებისთვის, რომლებსაც კატართან მსგავს კონტრაქტზე ხელი 2014 წლის შედემ არ მოუწერიათ. კატარის კონტრაქტები ამ ინდუსტრიაში ყველაზე მკაცრ პირობებს ექვემდებარება და ის არ იძლევა ადვილად გაყიდვას ან სხვა ქვეყნებში გადამისამართეის საშუალებას, თუ ეს გადაზიდვა თვითონ კატარის შიგნით არ არის საჭირო.  პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ამ თვეში კატარში ვიზიტს გეგმავს, რაც იაპონიის პრემიერის პირველი ვიზიტი იქნება ბოლო 10 წლის განმავლობაში.  

არგენტინის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ რუსული თხევადი გაზით დატვირთული ტანკერის მიღებაზე უარი განაცხადა

არგენტინის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ რუსული თხევადი გაზის ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა, რის გამოც ტანკერი იძულებული გახდა, უკან გაბრუნებულიყო. Bloomberg-ის ცნობით, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა, სერჯიო მასამ, ადგილობრივ ტელეკომპანია C5N-ს განუცხადა, რომ ოფიციალურმა პირებმა საწვავის მიწოდება სანქციების გამო დაბლოკეს. აღსანიშნავია, რომ არგენტიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ აქვს დაწესებული. „Enarsa-მ ტანკერის მიღება დაბლოკა, რადგან არღვევს ხელშეკრულებას, კომპანია, რომელსაც თხევადი გაზი შემოჰქონდა, სანქცირებულია,“ - განმარტა მასამ ინტერვიუში, თუმცა კომპანია არ დაუსახელებია. შპს Gunvor Group-ი - სავაჭრო სახლი, რომელმაც მიწოდება უზრუნველყო, განაცხადა, რომ LNG-ის გადაზიდვის პროცედურა კანონიერი და გამჭვირვალე იყო. „ტრანზაქცია შეესაბამება ყველა მოქმედ ეკონომიკურ სანქციებს, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სანქციებს“, - განმარტა Gunvor Group-მა. რუსული წარმოების ტვირთები ბოლოს არგენტინაში 2018 და 2020 წლებში შეიტანეს.  

ნიგერი თხევადი ნავთობის გაზის ექსპორტს კრძალავს

ნიგერმა თხევადი ნავთობის გაზის (LPG) ყველა ექსპორტი აკრძალა. ნათქვამია მთავრობის განცხადებაში, იუწყება Reuters. ეროვნული პროდუქცია გამოყენებული უნდა იყოს შიდა ბაზრის მომარაგებისთვის, ხოლო ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში შეიძლება, გამოითხოვოს სპეციალური ავტორიზაცია ექსპორტზე, ნათქვამია განცხადებაში. ნიგერი ჩვეულებრივ, ჭარბი დოზით ექსპორტს მეზობელ ნიგერიაში ახორციელებს. თხევადი ნავთობის გაზი გამოიყენება როგორც ალტერნატივა სათბობი ნავთობისა და ელექტროენერგიისა იმ ადგილებში, სადაც არ არის ბუნებრივი გაზის მილსადენი გაყვანილი.  

პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის თხევადი გაზისა და ალუმინის იმპორტის აკრძალვას ითხოვენ

პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტში, რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირისა (LNG) და ალუმინის იმპორტის აკრძალვის შეტანას ითხოვენ. ეს ქვეყნები ასევე მოითხოვენ რუსეთთან ერთობლივი სამეცნიერო კვლევების დაფინანსების შეჩერებას, საავიაციო სექტორში სანქციების გამკაცრებას და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს - Bloomberg როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

Reuters: სანქციებისა და ტანკერების ნაკლებობის გამო, რუსეთი გაზის გათხევადების პროექტს აჩერებს

სანქციებისა და ტანკერების დეფიციტის გამო, რუსეთის უმსხვილესმა თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) მწარმოებელმა Arctic LNG 2-ის პროექტში წარმოება შეაჩერა. „Novatek-მა წარმოება Arctic LNG 2-ის პროექტში სანქციების და ტანკერების დეფიციტის გამო შეაჩერა,“ განუცხადა Reuters-ს ორმა ინფორმირებულმა წყარომ. Novatek-მა, რომელმაც LNG-ის საცდელი წარმოება დეკემბერში, ქარხნის დაგეგმილი სამი მატარებლიდან პირველზე დაიწყო, კომენტარის თხოვნას არ უპასუხა. „მატარებელი პირველი ივნისის ბოლომდე დაკეტილი დარჩება,“ - განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა წყარომ და დასძინა, რომ პროექტისთვის სამშენებლო სამუშაო ჯერ კიდევ მიმდინარეობს. წყაროების თქმით, მთავარი პრობლემა იყო სპეციალიზირებული ტანკერების ნაკლებობა, რომლებსაც LNG-ის ტრანსპორტირება შეეძლოთ. Novatek-ის ცნობით, Arc7 ყინულის კლასის 15 ტანკერი, რომლებსაც 2 მეტრის სისქის ყინულის გაჭრა შეუძლიათ, რუსეთის გემთმშენებელ ქარხანაში Arctic LNG 2-ისთვის აშენდება. ყინულის კლასის ტანკერებს, როგორც წესი, ორმაგი კორპუსი აქვთ.  

მოლდოვამ აშშ-დან თხევადი გაზის პირველი პარტია მიიღო

მოლდოვის მთავრობა აძლიერებს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შესყიდვის პროცედურას, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს. განაცხადა მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა ვიქტორ პარლიკოვმა. მისი თქმით, მოლდოვამ უკვე მიიღო 2,6 მლნ კუბური მეტრი LNG-ის პარტია ამერიკული მწარმოებლისგან. გაზი გემით ალექსანდროპოლისის ტერმინალში, ჯერ საბერძნეთში, შემდეგ კი, გაზსადენებით მოლდოვაში გადაიტანეს. სს Energocom-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიქტორ ბინზარიმ აღნიშნა, რომ ეს არის საცდელი შესყიდვა ბერძნული DEPA-სგან. ამ LNG-ის ფასი კონკურენტუნარიანია. კიშინიოვი რუსულ გაზპრომზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. ბოლო თვეებში რუსული კომპანიისგან მიწოდება დღეში 5,7 მლნ კუბურ მეტრამდე შემცირდა. მაგრამ ეს მოცულობა არ არის საკმარისი ცივ სეზონში ქვეყნის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მოლდოვა აშშ-დან თხევადი გაზის პირველი საცდელი პარტიის იმპორტს განახორციელებს